• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა

🇬🇪🇬🇪თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მირზა ქოჩიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გოგბერაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თერჯოლისა და ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

🇬🇪🇬🇪მემორიალთან დეკანოზმა, სპირიდონ ცქიფურიშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, ხოლო თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელების მონაწილეობით, პერფორმანსი ჩატარდა.

🇬🇪🇬🇪გმირთა მემორიალზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა,რომლებმაც, 9 აპრილის მოვლენებზე, ქართველი ხალხის ერთიანობასა და გმირობის მაგალითებზე ისაუბრეს.

🇬🇪🇬🇪1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

🇬🇪🇬🇪1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

🇬🇪🇬🇪გმირთა მემორიალზე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი, მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

#