• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება


📖📖დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო მურადაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს ესტუმრა.
📚📚ხელმძღვანელმა პირებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცეს და პირველკლასელებს საბავშვო ასაკზე გათვლილი,საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ინფორმაციით დატვირთული წიგნები გადასცეს.
,,პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს, რომლებიც დაუღალავად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სასწავლო პროცესს. მომავალ თაობას დედაენის, მშობლიური ენის სიყვარულს გულანთებული ასწავლიან და ზრუნავენ მათზე. 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ გამბედაობამ და ვაჟკაცობამ განაპირობა, ქართული ენის, სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნება. დღეს ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი. სრულიად საქართველოს ვულოცავ დედაენის დღეს“-აღნიშნა, ლაშა გოგიაშვილმა.
📚📚ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან შეყრილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ისაკაძე,ასევე გოგნის, ძევრისა და ჩხარის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე ესწრებოდნენ.
📍დღესვე, კვირეულის ფარგლებში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, კულტურის სახლის დარბაზში, სადაც ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.
⏱️ღონისძიების დასაწყისი-15:00 საათი
✅დასწრება თავისუფალია
#