1 ივნისი მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
🟢ა(ა)იპ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრის ორგანიზებით , ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თერჯოლაში კულტურული, გასართობი და მხატვრული ღონისძიებებით აღინიშნა.
🔶ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები,დავით გოგბერაშვილი და ნინო ჩხიკვაძე, ასევე ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი, საკრებულოს წევრი, იზა მაგრაქველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
👤👤ხელმძღვანელმა პირებმა ბავშვებს 1 ივნისის დღესასწაული მიულოცეს და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.
🔶ღონისძიებაში მონაწილეობას მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებული ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ.
🟢ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, ასფალტზე ხატვით შეუერთდნენ. მოსწავლეებმა ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერში ლამაზი და შინაარსობრივი ნახატები წარმოადგინეს.