სოფელ ეწრის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწრის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები,დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ დაათვალიერა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ეწრში ასფალტის საფარი იგება კილომეტრნახევრიან საგზაო მონაკვეთზე, სამუშაოებს კომპანია ,, მშენებელი 2022 ,, ასრულებს.
აღსანიშნავია რომ ადგილობრივებისთვის
უმნიშვნელოვანესი პროექტი სრულად ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებს და მოთხოვნებს.
პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.