• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
👩🏻‍💻👩‍💼ქალთა ფონდი „სოხუმი“-ს ინიციატივითა  და კანადის „თანასწორობის ფონდის" მხარდაჭერით,  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული დახმარებისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით,  ინტერნეტმომხმარებლებისთვის შექმნა ახალი ვებგვერდი - „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“.

👉იხილეთ- www.sosfsokhumi.ge

👩🏻‍💻👩‍💼ვებგვერდი მოიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტებში ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით არსებულ სერვისებზე.

👩‍💼👩🏻‍💻ვებგვერდზე ასევე განთავსებულია ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია (სიახლეები, თემატური ლიტერატურა, კვლევები, სტატისტიკა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები), რომელიც,  ძალადობის მსხვეპლს (დაზარალებულს) ან უბრალოდ, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს,  დაეხმარება ერთ სივრცეში იოლად იპოვოს და მიიღოს ყველა  საჭირო ინფორმაცია.