• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
✅ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
👤👤შეხვედრას, მერის რეფერენტი, გიორგი რობაქიძე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფის უფროსები, დავით ფანჩულიძე და თამაზ აფხაზავა უძღვებოდნენ.
👉სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, ასევე უსაფრთხოების იმ ნორმებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია მავნებელთან საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების პერიოდში.
🗣️🗣️გარდა ამისა, საუბარი შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამას.
🔈🔈შეგახსენებთ, რომ პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, რომელთა ოჯახი მიზნობრივ სოციალურ დახმარებას იღებენ.
✅საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება.
👩🏻‍💻👩🏻‍💻დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18
☎️პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05 დაკავშირება შეუძლიათ.
👉ვრცლად: https://bit.ly/3vurIeL