• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
👉2022 წლის 21 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო.
🗣️🗣️აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენლები მეწარმეებსა და დაინტერესებულ პირებს პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების მიღებაზე, ასევე გრანტის მოპოვების შესაძლებლობებზე ესაუბრა.
👤👥შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის რეფერენტი, გიორგი რობაქიძე და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეწარმეები დაესწრო.
✅სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა, გარდა 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ბენეფიციარებისა.
👉მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც.
👩🏻‍💻პროგრამის პირობების და განაცხადის შემოტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://www.enterprisegeorgia.gov.ge/.../Busi.../microgrants
☎️საკონტაქტო ცხელი ხაზი- 1525.