• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
✅საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო
👤👥დღეს, პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
❇️შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს იმერეთის კოორდინატორი, ეკა ლეჟავა უძღვებოდა.
❇️როგორც აღინიშნა, პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
❇️ დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, შეუნარჩუნდება და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.
❇️საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს.
👉დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18
🔈🔈გაცნობებთ, რომ თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.
👤👤საინფორმაციო შეხვედრას, თერჯოლაში სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი , ალექსანდრე ზანკალიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრო.
👩🏻‍💻👩🏻‍💻პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05 დაკავშირება შეუძლიათ.
👉ვრცლად: https://bit.ly/3vurIeL