• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
☘️🍀თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია საერთაშორისო კამპანიას „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს შეუერთდა.
✅1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
🌳🌳დასუფთავების აქცია ჯანსაღი გარემოს შექმნისათვის საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მნიშვნელოვანია წყლის რესურსების როგორც სიფრთხილით, რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება, ასევე მისი დაცვა დაბინძურებისგან.
👤👥გარემოსდაცვით ღონისძიებებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად , საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ, რითაც ცდილობენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჯანსაღი გარემო პირობების შექმნასა და შენარჩუნებაში.
🦠🦠მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დასუფთავების აქცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა.
✅პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიმდინარეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისი“.