• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#

👤👥თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო მურადაშვილთან ერთად აქციას „მეგობრების არ ითვლიან ქრომოსომებს“ შეუერთდა.
✔️ღონისძიება, რომელიც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, მუნიციპალიტეტში არსებული ბავშვთა დღის ცენტრების „საპოვნელასა“ და ,, იმედის სხივის“ აღსაზრდელები, მონაწილეობდნენ.
,,დღევანდელი დღის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა. ეს ბავშვები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გამოირჩევიან, რომელთაც აქვთ შემოქმედებითი პოტენციალია და მოტივაცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, ასევე თვითრეალიზაციის პირობების შესაქმნელად. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს და მათ ოჯახებს.“-ლაშა გოგიაშვილი
👨‍👩‍👦👨‍👩‍👧ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დღის ცენტრის ბავშვებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებმაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ინკლუზიურ გარემოში ყველა ადამიანი თანასწორია და თანაბრად მონაწილეობს საზოგადოებრივ აქტივობებში.
👤👥ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები დაესწრო.