• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
🇬🇪🇺🇦პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება
🇬🇪🇺🇦დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ტვირთის პირველი ნაკადი გაიგზავნა.
🇬🇪🇺🇦ჰუმანიტარული ტვირთი სპორტის სასახლის შენობაში დასაწყობდა, რომლის დახარისხებასა და დატვირთვაში ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას.
🇬🇪🇺🇦ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ბავშვის კვებისა და ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა. აქციაში საჯარო მოხელეებთან ერთად, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მოხალისეები ჩაერთნენ.
🇬🇪🇺🇦ჰუმანიტარული აქციისთვის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაძენად თანხა გამოიყო.
🇬🇪🇺🇦გარდა ამისა, უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, ანგარიში გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გადარიცხოს თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
🇬🇪🇺🇦ანგარიშის ნომერი-300208800
☎️☎️აქცია მომავალშიც გაგრძელდება, მონაწილეობის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ან მივიდნენ შემდეგ მისამართებზე:
☎️საკონტაქტო: 598 58 74 38;
☎️598 70 75 40
📍მისამართი: რუსთაველის ქუჩა #103; (სპორტის სასახლე)
🇬🇪🇺🇦თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, მეწარმეს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტში მოღვაწე მედიკოსებს, საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მოხალისეებს, რომლებიც გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას და აქტიურად ჩაერთნენ ჰუმანიტარულ აქციაში.