• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 21 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეების მიღება იწყება. სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. შეზღუდვა შეეხებათ 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, ასევე 2015-2018 წლებში არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებს. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის განხორციელების შემთხვევაში. პროგრამის ფარგლებში გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარია, ხოლო საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, გურია, კახეთი) საგრანტო თანხის მოცულობა 40 000 ლარამდე გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი პრიორიტეტები; ა) ახალი ბიზნესის წამოწყება; ბ) ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; გ) სოფლად ბიზნესის დაწყება/გაფართოება; დ) მაღალმთიან დასახლებულ პუნქტში ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ზ)ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოება; თ) განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი/მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე/ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები პროგრამის პირობების და განაცხადის შემოტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/Business-Development/microgrants საკონტაქტო ცხელი ხაზი- 1525.