• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
ახალთერჯოლის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელ.ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში მოხდება, წყლის სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურის, მოსახლეობაში მიმწოდებელი მაგისტრალების, ინდივიდუალური მრიცხველებისა და საქლორატოროს მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოებს რგფ-დან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით,ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი-ი-ეს“ განახორციელებს, რომლის ღირებულება 2 138 228 ლარს შეადგენს.