• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 12,6 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
👤👤მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, გოდერძი თურქაძესთან ერთად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
👉პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა და მიერთებები.
🏗️სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, NEW ROAD“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 8 488 888 ლარია.