• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ასევე მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილები, მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი დაესწრო.
ლაშა გოგიაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. ხაზი გაუსვა ზედამხედველობის სამსახურის სამოქმედო გეგმას, ასევე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ და ახალგაზრდულ პროექტების განხორციელებას და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა ამ მიმართულებით ეფექტურად გააგრძელონ მუშაობა.

,,პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. როგორც მერმა, როგორც თერჯოლელმა ვიცი ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტი, მწამს და მჯერა რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით და წარმატებით განვახორციელებთ მუნიციპალიტეტში დაწყებულ პროექტებს. ჩვენი ერთობლივი მუშაობა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება წარმატებული, საქმიანი და ნაყოფიერი. მზად ვარ თქვენთან ერთად ღირსეულად გავაგრძელო ჩვენი თერჯოლის განვითარება.“-განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

ხელმძღვანელმა პირებმა პანდემიის მიმართულებით თერჯოლაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს, Covid-19-ის მართვის პროცესსა და ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით თანამშრომლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.