• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ბარათაშვილმა, მერის მოადგილეებმა, მანუჩარ რობაქიძემ და მირზა ქოჩიაშვილმა, ასევე ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო მურადაშვილმა და საკრებულოს წევრებმა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

დღესვე ხელმძღვანელი პირები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და გმირობისათვის მადლობა გადაუხადეს.

მეორე მსოფლიო ომში თერჯოლიდან 3 533 ადამიანი გაიწვიეს, 2325 დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო შინ დაბრუნებული 1 208 მებრძოლიდან დღეს თერჯოლაში ორი ვეტერანი ცხოვრობს, დიმიტრი აბესაძე (ქ.თერჯოლა) და ნიკოლოზ გვენეტაძე (ზედა სიმონეთი) ორივე მათგანს მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი დახმარება გაეწიათ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანზე მეტი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.