• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
✅თერჯოლაში განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „საპოვნელა“ სენსორული თერაპიის ოთახის გაიხსნა.

✅ცენტრის ბაზაზე სენსორული თერაპიის დანერგვა, ბენეფიციარების ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს.

✅სენსორული ოთახის საზეიმოდ გახსნას ასოციაციის წევრებთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, მერის მოადგილეები მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

✅სენსორული ოთახი „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.დღის ცენტრები ინდივიდუალურ, ფუნქციურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებზე მორგებულ მომსახურებას აწვდის 6-18 წლის ასაკის ათეულობით ბავშვს და მათ ოჯახებს.