

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო მურადაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს ესტუმრა.
,,პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს, რომლებიც დაუღალავად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სასწავლო პროცესს. მომავალ თაობას დედაენის, მშობლიური ენის სიყვარულს გულანთებული ასწავლიან და ზრუნავენ მათზე. 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ გამბედაობამ და ვაჟკაცობამ განაპირობა, ქართული ენის, სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნება. დღეს ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი. სრულიად საქართველოს ვულოცავ დედაენის დღეს“-აღნიშნა, ლაშა გოგიაშვილმა.


ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან შეყრილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ისაკაძე,ასევე გოგნის, ძევრისა და ჩხარის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე ესწრებოდნენ.