• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
🛣🛣თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
👤👥სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან, მანუჩარ რობაქიძესთან და მირზა ქოჩიაშვილთან , ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გოდერძი თურქაძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
🗣🗣,,დაიწყო ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელი გზის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული გზა ამორტიზებული იყო, რომელიც გადაადგილების პრობლემაა ქმნიდა. პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, ცხაურები და ბოგირები მოეწყობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება." -აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
🛣🛣ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 679 000 ლარს შეადგენს.