• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი+995 0491 24 44 64

ელფოსტა[email protected]

მისამართითერჯოლა, რუსთაველის #109

#
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მოადგილეებთან ერთად, სამსახურისა და განყოფილების უფროსები, ა(ა)იპის ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
◾თათბირზე საუბარი შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას უზრუნველყოფს.
◾მერმა, წარმომადგენლებს, პროგრამის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და უშუალოდ იმ ოჯახებთან კომუნიკაცია დაავალა, სადაც რამდენიმე შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს და შემწეობას იღებს.
◾დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.
🗣️🗣️ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე, მუნიციპალიტეტის მერმა, თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისგან სფეროების მიხედვით შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
👉ლაშა გოგიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათი მიმდინარეობის პროცესი შეაფასა.
✔️მეორე ეტაპის სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
✔️აქტიურ ფაზაშია თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 100 მ რკინა-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები და ცხაურები.გზის რეაბილიტაცია სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯეო როუდ ინვესტი", ახორციელებს და მიმდინარე წელს დასრულდება.
✔️ უახლოეს დღეებში დაიწყება პუშკინის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა, რომელიც რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.
🛣️🛣️აღნიშნული საავტომობილო გზების მოწესრიგება ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს მოსახლეობის უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას.
👤👥მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაიმართება.