ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ძევრში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამუშაოები მიმდინარეობს

31 ივლისი, 2019

სოფ. ძევრში ჩეხნარის საეკლესიო გზის ბეტონის საფარით მოსაწყობად 16 ათასი ლარი დაიხარჯება.თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ გია ბარათაშვილთან ერთად სოფ. ძევრში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.საერთო კრებაზე, რომელიც ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტებიდან შეირჩა შემდეგი:სოფ. ძევრში ჩეხნარის საეკლესიო გზაზე ბეტონის საფარი მოწყობა, სოფ. ოქონაში ცენტრის გარე განათება და ვერულაშვილები-ფანჩულიძეების უბანში წყლის მილების შეძენა.„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული 118 პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 690 ათასი, ძევრში-42 ათასი ლარი დაიხარჯება.

გააზიარე