ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ზედა სიმონეთში წყალსადენის სისტემის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

30 ივლისი, 2020

ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენის სისტემის მოწყობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოები ამჟამად სულამანიძეების უბანში ტარდება, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ ზვიად ბაზაძესა და დეპუტატ გიორგი ქასრაშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოწყობილია ცენტრალური მაგისტრალი, ასევე მოეწყობა საქლორატორო ნაგებობა, სატუმბი სადგური და რეზერვუარი, მოხდება ინდივიდუალური დაქსელვა-გამრიცხველიანება, რის შემდეგაც 741 ოჯახი მიიღებს წყალს.

სამუშაოებს, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 1 816 090 ლარით, შპს "გეოპლასტი" ასრულებს.

გააზიარე