ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ვარდიგორა-ჯგილათის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

31 ივლისი, 2019

თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარდიგორა-ჯგილათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-ა/ბეტონის საფარით მოწყობა, სრული დატვირთვით მიმდინარეობს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მერის წარმომადგენელ მამუკა გოგბერაშვილთან ერთად თუზში მიმდინარე საგზაო სამუშოები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.არმირებული ბეტონის საფარი 3,5 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება და რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 100 000 ლარი დაიხარჯება. რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის პროექტი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიანი“ შეასრულებს, გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

გააზიარე