ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ღვანკითში განთავსებულ ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდნენ.

24 აპრილი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატსა და საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ ღვანკითში განთავსებულ ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდნენ.

თვითმმართველობის წარმომადგენლები არსებულ ვითარებასა და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

ამ დროისთვის მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება უზრუნველყოფილია.

სოფელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობას აგრძელებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გუშინ 06:00 საათიდან ჩაიკეტა.

სოფელში მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს, აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

გააზიარე