ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თვითმმართველობის წარმომადგენლები სოციალური პროგრამით მოსარგებლეთა საჭიროებებს გაეცვნენ

26 ივლისი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიის ინიცირებით, უნდა განიხილოს „უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის“ პროგრამაში შესატანი ცვლილება, რაც ქირით უზრუნველყოფის დროის გახანგრძლივებას გულისხმობს. საკითხის გადაწყვეტამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია და კომისიის თავმჯდომარე ბადრი ბუცხრიკიძე, ასევე, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები სოფელ გოგნში პროგრამით მოსარგებლე ერთ-ერთი ბენეფიციარის ოჯახში იმყოფებოდნენ.

თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარი ოჯახის საჭიროებებს.

დღევანდელი მონაცემებით, აღნიშნული სოციალური პროგრამით მუნიციპალიტეტში 5 ოჯახი სარგებლობს.

გააზიარე