ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აკურთხეს

22 სექტემბერი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა,   მეუფე გიორგი შალამბერიძემ აკურთხა.

ტაძარში უკვე მიმდინარეობს ღვთისმსახურება, რომელსაც ტაძრის მოძღვარი მამა ამირანი (ქარქაშაძე) უძღვება. ტაძრის მშენებლობა ადგილობრივმა ბიზნესმენმა ოლეგ ბაზაძემ დააფინანსა.

ეკლესიის კურთხევას და საზეიმო წირვა-ლოცვას საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, ეპარქიის სამღვდელოებასა და  მრევლთან ერთად ესწრებოდა.

 

 

     

 

გააზიარე