ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი პროგრამა დაამტკიცა

12 აგვისტო, 2019

 

 

 

7 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა.

 

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხის შესახებ იმსჯელეს.

 

ცვლილება შევიდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში, რაც საშუალებას მისცემს ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს 100.0 ათასი ლარით მუნიციპალიტეტის სოფლებში ინერტული მასალით მოაპირკეთოს შიდასაუბნო გზები და 30.0 ათასი ლარი გამოიყენოს სხვადასხვა საჭიროებისთვის.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის ახალი პროექტით მოხდება მოძრავი ქონების: დასაწყობებული ბეტონის ფილებისა და ექსპლოატაციიდან გამოსული ავტომობილების რეალიზება.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულების დახმარებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დააფინანსებს იშვიათი დაავადებით, ფენილკეტონურიით დაავადებულ ბენეფიციარებს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც ასე მნიშვნელოვანია მათი არსებობისთვის.

 

მხარი დაეჭირა ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამაში ცვლილებას, რომლის მეშვეობითაც აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს ფულადი დახმარებები გადაეცემათ.

 

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უხრუნველყოფის პროგრამით სარგებლობის ვადები გაიზარდა. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის შენიშვნით, მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა წარმოადგინოს ახალი პროგრამა, რომელიც დაეხმარება ასეთ ბენეფიციარებს მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში.

 

მორიგი სხდომის შემდეგ მოქმედება დაიწყო ახალმა პროგრამამ, რომლის მეშვეობითაც მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ.

 

მორიგ სხდომაზე მოისმინეს და დამაკმაყოფილებლად შეაფასეს ა(ა)იპ თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრის ანგარიში 2018 წლის გაწეული მუშაობის შესახებ.

 

 

 

 

გააზიარე