ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლის 15 სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

31 ივლისი, 2019

თერჯოლის თვითმმართველობა 2019 წელს 512 ათას ლარს დახარჯავს 15 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის.თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლის №1, ღვანკითისა და რუფოთის საჯარო სკოლებში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.„როგორც მოგეხსენებათ, სკოლების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაში გადავიდა. სკოლებში უსაფრთხო, ჯანსაღი და მიმზიდველი გარემო სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ მიზნის მისაღწევად, თერჯოლაში მიმდინარე წელს 15 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის 512 ათასი ლარი დაიხარჯება. ბევრ სკოლაში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემების არსებობის გამო, ეს თანხა საკმარისი არ არის, მაგრამ მომავალი წლიდან სკოლებისა და ბაღების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხა გაცილებით მეტი იქნება, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემების გადაჭრას“-აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ. მიმდინარე წელს ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ სარემონტო სამუშოები ჩატარდება შემდეგ სკოლებში:გოგნის საჯარო სკოლა (კარებების მოწყობისა და ოთახების რემონტი-30 818 ლარი);ნაგარევის საჯარო სკოლა (ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობა-11 019 ლარი);ჩხარის საჯარო სკოლა (სახურავის მოწყობა-6 658 ლარი);თუზის საჯარო სკოლის II კორპუსი, ვარდიგორა (სველი წერტილების მოწყობა-62 310 ლარი);თუზის საჯარო სკოლის III კორპუსი, თავასა (კარებების მოწყობა და ოთახების რემონტი-29 806 ლარი);თერჯოლის №1 საჯარო სკოლა (სპორტული დარბაზის მოწყობა-77 140 ლარი);ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა (სკოლის ეზოს შემოღობვა-13 815 ლარი);რუფოთის საჯარო სკოლა (მინი სპორტული მოედნის მოწყობა-61 892 ლარი);ზედა საზანოს საჯარო სკოლა, 1 კორპუსი (ელ. გაყვანილობის მონტაჟი-48 503 ლარი);ღვანკითის საჯარო სკოლა (სპორტული დარბაზის მოწყობა-29 095 ლარი);კვახჭირის საჯარო სკოლა (სახურავის მოწყობა-27 234 ლარი);ქვედა სიმონეთის საჯარო სკოლა (სკოლის ეზოს შემოღობვა-26 413ლარი);ნახშირღელის საჯარო სკოლა (სველი წერტილების მოწყობა-59 841ლარი);ჭოგნარის საჯარო სკოლა (კარებების შეცვლა-10 818ლარი);ეწრის საჯარო სკოლა (კარებების მოწყობა და ოთახების რემონტი-17 534 ლარი).

გააზიარე