ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

22 მაისი, 2020

იმერეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა.

დღეიდან, თერჯოლისა და წყალტუბოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ლაშა გოგიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძესთან ერთად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თერჯოლის რაიონული შენობა პირადად დაათვალიერა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 233 ათასი ლარით დაფინანსდა. რაც შეეხება წყალტუბოს, პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და რეგიონული განვითარების ფონდიდან 262 452 ლარით დაფინანსდა.

გააზიარე