ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა

9 მაისი, 2019
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სოფ. ზედა საზანოში მცხოვრებ ომის ვეტერან ვასილ ვარდოსანიძესთან ერთად დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას. თერჯოლას სტუმრობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს: დიმიტრი აბესაძეს (ქ. თერჯოლა), ნიკოლოზ ხუჯაძეს (სოფ. გოდოგანი), შალვა ელიავას (სოფ. ჭოგნარი) და ნიკოლოზ გვენეტაძეს (სოფ. ზედა სიმონეთი) ოჯახებში ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, ომის ისტორიები, საბრძოლო ეპიზოდები გაიხსენეს და მადლობა გადაუხადეს გმირობისათვის. ხუთივე ვეტერანს სასაჩუქრე კალათა და ფულადი ჯილდო გადაეცა.1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანზე მეტი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

გააზიარე