ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლაში დასუფთავების აქცია ჩატარდა

12 აპრილი, 2019

თერჯოლაში დღეს დასუფთავების მორიგი აქცია მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ჩართულობით ჩატარდა.

დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის ცენტრი, სოფლების ადმინისტრაციული შენობებისა და ტურისტული ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები.

აქციაში მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლებთან, მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, მოადგილე მერაბ სირაძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის დასუფთავების აქცია ტრადიციად იქცა, რადგან ხშირად ბინძურდება ავტობანისა და ტურისტული ძეგლების მიმდებარე ტერიტორია.

საზოგადოებას მოვუწოდებთ სისუფთავის დაცვისა და გარემოს მოვლისაკენ. გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ გარემოს და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაყარეთ ნაგვის ურნებში, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

გააზიარე