ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

თერჯოლაში 5 ამბულატორია რეაბილიტირდება

31 ივლისი, 2019

მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში 5 ამბულატორია რეაბილიტირდება.ახალთერჯოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესა და ახალთერჯოლაში მერის წარმომადგენელ ბესიკ ცხადაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.„ამ ამბულატორიაში მედ-პერსონალს შეუფერებელ პირობებში უწევდა მუშაობა. მოხარული ვარ, რომ მალე მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის რეაბილიტირებულ ამბულატორიაში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება“– აღნიშნა ბონდო სოფრომაძემ. ახალთერჯოლაში ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საგო“ შეასრულებს და მასზე 25 227 ლარი დაიხარჯება. ასევე რეაბილიტირდება ჩხარის (14 235 ლარი, შპს „საგო“), ბარდუბნის (19 055 ლარი, შპს „რონი“), ზედა სიმონეთის (31 127 ლარი, შპს „რონი“), სიქთარვის (39 925 ლარი შპს „მეკა“) ამბულატორიები.

გააზიარე