ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო terjolissakrebulo@gmail.com

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელება იწყება

12 თებერვალი, 2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განხორციელება იწყება .

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში სოფლის კრებები ან კონსულტაციები გაიმართება

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა:

ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ.

გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება;

ბ) სარწყავი სისტემები;

გ) სანიაღვრე არხები;

დ)ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ე)გზები;

ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

ზ)გარე განათება;

თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

ი)სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

კ) ამბულატორიის შენობები;

ლ) კულტურის ობიექტები;

მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

ნ)სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

ო)წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

პ)თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;

 

სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება;

სოფლის კრებები 18 თებერვლიადან  25 თებერვლის  ჩათვლით ყველა სოფელში ჩატარდება. კრებაზე/კონსულტაციაზე მოსვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

შეხვედრები გაიმართება ღია სივრცეში  ჯანდაცვის სამინისტროს, მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით.   

 

პროექტებისათვის გამოყოფილი საორიენტაციო თანხის ოდენობის ფარგლებში, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებები ქვემოთ მოცემული ფორმის შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე:

 info@terjola.gov.ge

terjola.municipality@gmail.com

 

 

 

 

 

გააზიარე