ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

საზანოში ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

16 მაისი, 2019

ზედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ძუსაზე რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესა და მერის წარმომადგენელ დავით გოგბერაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დია სერვისი“ სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი 237 430 ლარით შეასრულებს და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა. „რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი ხიდი ძლიერ იყო დაზიანებული და მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევდა სარგებლობა. ხიდის მოწყობის სამუშაოები გაჭიანურებული იყო კონტრაქტორი კომპანიის გამო. ახლა კი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ივნისის დასაწყისში დასრულდება“-განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.

გააზიარე