ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2021 წლის სოციალური პროგრამები დაამტკიცეს

29 დეკემბერი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი ცხრამეტი საკითხი განიხილეს.

დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2021 წლის სოციალური პროგრამები დაამტკიცეს.

სოციალური დახმარების ბიუჯეტი შეადგენს 980 000 (ცხრაასოთხმოცი ათას) ლარს, მათ შორის გაზრდილია სამი სოციალური პროგრამის ბიუჯეტი. სახლდაზიანებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ნაცვლად სამისა მუნიციპალიტეტი შეძლებს ხუთ ოჯახს აუშენოს საცხოვრებელი სახლი. ამასთან გაიზარდა უსინათლოთა და მარტოხელა მშობლის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი.

 მომავალ წელს მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ 14 სოციალური პროგრამით:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა;

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  მოქალაქეების  სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების  პროგრამა;

3. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  ახალშობილთა  ოჯახების  ფინანსური დახმარების პროგრამა;

4. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მძიმე ჯანმრთელობისა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე მედიკამენტებით დახმარების პროგრამა;

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი მოქალაქეების საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამა;

6. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური დახმარების პროგრამა;

7. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურეს გაჭივრებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარების პროგრამა;

8. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ეპილეფსიით ან  პარკინსონით დავადებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარების პროგრამა;

9. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური დახმარების პროგრამა;

10. უსახლკაროდ  დარჩენილი  ოჯახების  დროებითი  საცხოვრებელი  ბინის,  ქირით  უზრუნველყოფის პროგრამა;

11. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრიებულ სახლდაზიანებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა;

12. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  ფენილკეტონურიით და 18 წლამდე  დიაბეტით   დავადებულთა ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა;

13. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  მარტოხელა მშობლის სოციალური  დახმარების პროგრამა;

14. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  18 წლმდე  შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის დაფინანსების დახმარების პროგრამა;

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის N 27 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.

გარდა ამისა, მხარდაჭერილია ქ. თერჯოლაში მდებარე უძრავი ქონების სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი და სოფ. სიქთარვაში მდებარე სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ საკითხი.

დღესვე დეპუტატების მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 2021 წლის საპრივატიზაციო ნუსხისა და საპრივატიზებო ობიექტების გეგმასთან ერთად   მხარდაჭერილია თერჯოლის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2020-2025 წწ. გეგმის პროექტი.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

წარმოდგენილი საკითხები საკრებულოს სხდომამდე განხილული იქნა შესაბამისი, თემატური კომისიების, ფრაქციისა და ბიუროს სხდომებზე.

 

გააზიარე