ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხი დაამტკიცეს

12 ივნისი, 2019

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე უძღვებოდა.დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2019 წელს სტიქიის პრევენციის მიზნით დასაფინანსებელ საპროექტო წინანადადებებსა და „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის N120 დადგენილებით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების შესახებ საკითხს, რომელიც რამდენიმე ამბულატორიის რეაბილიტაციას გულისხმობს. ამასთან, ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ შესყიდვებსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2019 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ N46/40 განკარგულებაში. აღნიშნული საკითხები რიგგარეშე სხდომამდე განხილული და მხარდაჭერილი იყო პროფილური კომისიებისა და ბიუროს მიერ.

 

გააზიარე