ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს

26 ნოემბერი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტსა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმის პროექტზე იმსჯელეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით წარმოდგენილი პროექტი დაუბრუნდა მერიას საკრებულოს წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნებით.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვა 15 ნოემბრიდან მიმდინარეობს საკრებულოში, კომისიებსა და ფრაქციებში. რიგგარეშე სხდომამდე წარმოდგენილი საკითხები ბიუროს სხდომაზე განიხილეს.

გააზიარე