ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

საკრებულოს მორიგ სხდომაზე სამსახურების წლიური ანგარიშები განიხილეს

12 აპრილი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა.დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ ოთხ საკითხზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცებას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულებაა.

გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა განიხილეს და დამაკმაყოფილებლად შეაფასეს თერჯოლის სპორტულ გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრისა და თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.

გააზიარე