ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

საკრებულოს მორიგ სხდომაზე 7 საკითხი დაამტკიცეს

8 მაისი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი შვიდი საკითხის შესახებ იმსჯელეს.დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და შესყიდვების გეგმაში შესატან ცვლილებებს. ასევე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის შესახებ საკითხს.გარდა ამისა, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს ქირავნობების შესახებ წარმოდგენილ რამდენიმე საკითხზე. ამასთან საკრებულოს დეპუტატების მიერ დამაკმაყოფილებლად შეფასდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, რომელთა შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წევრებს სამსახურების ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.მორიგ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე