ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

საკრებულოს მორიგ სხდომაზე 6 საკითხი დაამტკიცეს

7 ოქტომბერი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი ექვსი საკითხი დაამტკიცეს.

საკრებულოს წევრებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის № 2 დადგენილებაში შეიტანეს ცვლილებები.

ასევე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N8 დადგენილებაში შესატან ცვლილებებს.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში.ასევე მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საკითხი.

საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირეს ,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ-სათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე (ქ.თერჯოლაში, რუსთაველის ქ.N117-ში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადაცემასა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტს,

სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

გააზიარე