ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

საკრებულოს მორიგ სხდომაზე 10 საკითხის შესახებ იმსჯელეს 6.03.2019

6 მარტი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა.საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და ადგილობრივ შესყიდვებში შესატან ცვლილებებს.ამასთან, საკრებულოს გადაწყვეტილებით იგივე რედაქციით დარჩა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.დღესვე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარების პროგრამის პერიოდის გახანგრძლივებას. 

გარდა ამისა, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს ქირავნობების შესახებ წარმოდგენილ საკითხებზე.

 

დეპუტატების მხარდაჭერით ცვლილება შევიდა ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესშიც. 

რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისიწინებულ მეათე საკითხს, იურიდიული კომისიის დასკვნის საფუძველზე გადაიდო განხილვა და ცვლილებები არ შევიდა საკრებულოს დადგენილებებში, რომელიც მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცებას შეეხებოდა.

სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილეებთან და სამსახურუბის ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდა.

 

გააზიარე