ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

რიგგარეშე სხდომა 13. 03. 2020

16 მარტი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

 დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის N2 დადგენილებაში, ასევე, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულებაში შესატან ცვლილებებს. გარდა ამისა მხარდაჭერილია „მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N14 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები. დღესვე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ საპროექტო წინადადებებს.აღნიშნულ საკითხებზე რიგგარეშე სხდომამდე ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა

გააზიარე