ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

მორიგი სხდომის ანონსი 3/04/2019

3 აპრილი, 2019

3 აპრილს, 12:00 საათზე საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართება მორიგი სხდომა, რომელზეც განიხილება დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები:1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ;

2.თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების ინფორმაციის შესახებ;

3.ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის 2018 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

4.არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის 2018 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

გააზიარე