ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო terjolissakrebulo@gmail.com

მორიგ სხდომაზე „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა დაამტკიცეს

5 მარტი, 2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი ხუთი საკითხის შესახებ იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებას, დაამტკიცეს 2020 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში და მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა.

დღესვე სოფელ ძევრში მდებარე წყლის მილსადენი და 10 ჭა უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ „თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურს“ გადაეცა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე–5. „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხს“, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომამდე ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიებსა და ბიუროს სხდომებზე განიხილეს.

სხდომას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ რობაქიძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

 

 

 

გააზიარე