ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

მორიგ სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებსა და სოციალურ პროგრამაში შესატან ცვლილებებს დაუჭირეს მხარი

6 თებერვალი, 2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა.

 

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, რაც გამოწვეულია მთავრობის განკარგულებით და ხარჯვითი ნაწილის კორექტირებით. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა გაიზარდა 2612.5 ათასი ლარით და შეადგენს 19188.5 ათას ლარს.

 

გარდა ამისა, მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების 2020 წლის პროგრამაში შესატანი ცვლილება, რაც მოიცავს არსებული ტექნიკური ხარვეზის გასწორებას.

 

აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის, ბიუროსა და ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სხდომაზე განიხილეს.

საკრებულოს სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე