ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

მორიგ სხდომაზე 12 საკითხის შესახებ იმსჯელეს

5 ივნისი, 2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე უძღვებოდა. სხდომაზე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ შესყიდვებში შესატან ცვლილებებსა და 2019 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტს. ამასთან თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს რამდენიმე ქირავნობის საკითხზე. ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის ორ სოციალურ პროგრამაშიც, კერძოდ, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარებისა და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში. მოსარგებლე პირთა კატეგორიას ჩამონათვალში დაემატა ძალადობის მსხვერპლი პირები. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ, შენიშვნების გათვალისწინებით დამაკმაყოფილებლად შეფასდა სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. რაც შეეხება დღის წესრიგით წარმოდგენილ ორ საკითხს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს სტიქიის პრევენციის მიზნით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებებისა“ და „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის N 120 დადგენილებით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადაების“ საკითხის განხილვა გადაიდო

გააზიარე