ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

მერაბ სირაძე

დაბადების თარიღი: 04.10.1952

დაბადების ადგილი: თერჯოლის რ-ნი, სოფ. ჩხარი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ელ. ფოსტა: merabi.siradze@yahoo.com

 

განათლება

1959-1969 წლებში სწავლობდა სოფ. ჩხარის საშუალო სკოლაში;

1970 წელს სწავლა განაგრძო ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე–ქირურგიის სპეციალობით, რომელიც დაასრულა 1976 წელს.

1976-1977 წლებში კვალიფიკაციის ამაღლებისათვის (ინტერნი) მუშაობდა ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში.

 

სამუშაო გამოცდილება

1976-1979 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაი-ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ექიმად;

1979-1981 წლებში მუშაობდა ამავე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ქირურგად;

1981-1984 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს თერჯოლის განყოფილების გამგე, 1981-1984 წლებში ამავე სამინისტროს მთავარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ტყიბულის განყოფილების გამგე, ხოლო 1986-1994 წლებში ექსპერტიზის ბიუროს ქუთაისის განყოფილების გამგე;

1995 წელს, 28.03-01.08 პერიოდში მუშაობდა თერჯოლის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში მთავარ ექიმად, ხოლო 1995-1998 წლებში იყო თერჯოლის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ასევე ჯანმრთელობის დაცვის მართვის თერჯოლის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი;

1999-2001 წლებში იყო სს თერჯოლის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

2002-2004 წლებში იყო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ქუთაისის განყოფილების გამგე, 2004 წლის 01.11-08.12 პერიოდში-სსიპ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტი, ხოლო 2005-2007 წლებში-სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს ექსპერტიზის სამსახურის უფროსი;

2010-2011 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე;

2011-2013 წლებში იყო სამშენებლო კომპანია შპს „სენის“ პროექტების მენეჯერი;

2013-2017 წლებში იყო სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

2017 წლის 12  დეკემბრიდან დღემდე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეა.

 

 

ტრენინგები, სემიარები

1981 წელს გაიარა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ხოლო 1990 წელს კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განხრით;

1998 წელს გაიარა ტრენინგებისა და სემინარების კურსი „ჯანმრთელობისა და ფინანსური მენეჯმენტის შესახებ“, 2001 წელს მიღებული აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სერთიფიკატი-„ნებადართული სპეციალობა-სასამართლო მედიცინა“, ხოლო 2002 წელს ამავე სამინისტროს სერტიფიკატი-„ნებადართული სპეციალობა-საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია“;

2003 წელს მიიღო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიერ გაცემული მოწმობა-„სასწავლო ციკლი პროგრამით სასამართლო მედიცინა“, 2003-2005 წლებში კი გაიარა ტრენინგები და მიიღო სერტიფიკატი-„გამოძიება და დოკუმენტაცია წამების შესახებ, სტამბულის პროტოკოლის თანახმად“.

 

ჯილდოები

1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

 

უცხო ენები

ფლობს რუსულ ენას.

 

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

გააზიარე