ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

გურამ თურქაძე

სახელი, გვარი: გურამ თურქაძე

დაბადების თარიღი: 17. 05. 1960 წელი

დაბადების ადგილი: თერჯოლა

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ელ. ფოსტა: terjolismunicipaliteti@mail.ru

დაიბადა 1960 წლის 17 მაისს, ქალაქ თერჯოლაში.

1967-1977 წლებში სწავლობდა თერჯოლის საშუალო სკოლაში;

1977-1981 წლებში მუშაობდ ჩოლაბურის სილის მოპოვების წარმოებაში, პარალელურად გახლდათ თერჯოლის სასამართლოს სახალხო მსაჯული;

1981-1986 წლებში მუშაობდა პიონერხელმძღვანელად ნაგარევის საშუალო სკოლაში, პარალელურად იყო ახალგაზრდა პედაგოგთა საბჭოს პრეზიდენტი;

1986 – 1989 წლებში მუშაობდა კულტურის სახლის დირექტორად სოფელ ღვანკითში;

1989–1993 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს   სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით-კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზაცია და მართვა. პარალელურად იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თერჯოლის კომიტეტის თავმჯდომარე;

1989–2013 წლებში - მუშაობდა თერჯოლის სარაიონო კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად;

2013 წლიდან დღემდე მუშაობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად.

სკოლის ასაკიდან დღემდე ორგანიზებას უწევს თერჯოლის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებას. არის არაერთი მაღალმხატვრული საგანმანათლებლო, კულტურული ღონისძიების ინიციატორი და წამყვანი. ეწევა განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

ფლობს რუსულ ენას.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გააზიარე