ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ნუგზარ ფანჩულიძე

დაბადების თარიღი: 09.07.1954.

დაბადების ადგილი: თერჯოლის რ-ნი სოფ. ალისუბანი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, მეუღლე და ორი შვილი.

ელ. ფოსტა:

 

განათლება

1961-1971 წლებში სწავლობდა ქალაქ ტყიბულში მე-7 საშუალო სკოლაში.

1971 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე, სპეციალობით-სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა, რომელიც დაამთავრა 1977 წელს;

 

სამუშაო გამოცდილება

1977-1978 წლებში მუშაობდა N4 სამშენებლო ტრესტში საპროექტო ჯგუფში ინჟინრად, ხოლო 1978-1986 წლებში N2 სამშენებლო ტრესტის N69 მმკ-ში ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, შემდეგ ამავე განყოფილების უფროსად;

1983-1986 წლებში მუშაობდა N7 ,,საქშახტმშენის’’ მექანიზაციის სამმართველოში ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ ამავე სამმართველოს უფროსად;

1986-1987 წლებში მუშაობდა თერჯოლის საშენ მასალათა სამეურნეობათაშორისო საწარმოს დირექტორად;

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა კერძო სექტორში;

2015-2016 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში დირექტორის მოადგილედ;

2016 წლის 21 მარტიდან დღემდე მუშაობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად.

 

ენები

რუსული

გააზიარე