ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

არჩილ ქოჩიაშვილი

დაბადების თარიღი: 02.11.1981

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ელ. ფოსტა: kochiashvili1981@gmail.com

 

 

განათლება

1988-1997 წლებში სწავლობდა ქალაქ ქუთაისის 37-ე საშუალო სკოლაში;

1997 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში;

 

სამუშაო გამოცდილება

1999 წლის 15 დეკემბერს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, სადაც მსახურობდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცალკეულ სასაზღვრო კომენდატურაში „ბოლნისი“;

2000 წლის 8 აპრილს გადაიყვანეს სასაზღვრო ჯარების მოტო-სამანევრო ჯგუფში;

2001-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სპეციალობით-სამართალმცოდნეობა;

2001 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოტო-სამანევრო ჯგუფში.

 

მიღებული ჯილდოები

1. საიუბილეო სამკერდე ნიშანი „1992-2000“

2. საიუბილეო მედალი „საქართველოს სასაზღვრო ძალები 10 წლისაა“

3. მედალი „საბრძოლო დამსახურებიშათვის“

 

ტრენინგ-კურსები

გავლილი აქვს წვრთნისა და აღჭურვის სრული კურსი. ეუთოს წვრთნა სწრაფ რეაგირებაში, კერძოდ ალპინიზმის გაძლიერებული კურსი, თოკთან მუშაობა, სამაშველო ტექნიკა, რუკის კითხვა (GPS), სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცების პროგრამა, მსუბუქი ქვეითი სპეციალობის საკვალიპიკაციო კურსი, IMMEDIATE RESPONSE 2010, GRIZZLY observer/controller Team.

 

სამუშაო გამოცდილება

2007 წელს მუშაობდა სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეით ბრიგადის 43-ე მს. ქვ. ბატალიონში. ამავე ბატალიონში მსახურობის დროს მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში (ცხინვალის რეგიონი).

24.09.2001–16.08.2002  წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახ. დეპარტამენტის მოტო-სამანევრო ჯგუფის 3-ე მოერიშე საგუშაგოს ზემდეგი;

22.08.2002–04.09.2003 წლებში ცალკეული მ.ს.ჯ. მოერიშე საგუშაგოს 3-ე მოერიშე ათეულის მეტყვიამფრქვევე;

04.09.2003–06.08.0204 წლებში ცალკეული მ.ს.ჯ. N1 მოერიშე საგუშაგოს 2-ე ათეულის საცეცხლე ჯგუფის უფროსი;

17.09.2004–29.12.2004 წლებში სწრაფი რეაგირების რაზმის ძირითადი ქვედანაყოფის N1 მოერიშე საგუშაგოს 2-ე მოერიშე ათეულის საცეცხლე ჯგუფის უფროსი;

22.02.2005–23.06.2006 წლებში სწრაფი რეაგირების რაზმის N1 მოერიშე ჯგუფის მეორე სექციის საცეცხლე ჯგუფის უფროსი;

22.08.2006–16.02.2007 წლებში სწრაფი რეაგირების რაზმის N1 მოერიშე ჯგუფის საცეცხლე უზრუნველყოფის სექციის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწე;

04.05.2007–25.06.2007 წლებში სახმელეთო ჯარების N4 ქვეითი ბრიგადის 43-ე მს. ქვ. ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის ოცეულის სერჟანტი;

25.06.2007–30.04.2011 წლებში სახმელეთო ჯარების N4 ქვეითი ბრიგადის 43-ე მს. ქვ. ბატალიონის S – 2 -ის სერჟანტი;

22.02.2012 წელს დაინიშნა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის უფროსის თანაშემწე;

03.08.2012 დაინიშნა აკადემიის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

21.05.2018-დან დღემდე მუშაობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად.

 

ენები

ინგლისური, რუსული.

 

ოჯახური მდგომარეგობა

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გააზიარე